“დღეს ჩვენი ქვეყნის წარსულია რადიკალური ოპოზიცია, ამაზე საზოგადოება ნათლად არის შეთანხმებული” – იონათამიშვილი
“უმთავრესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ ეს არის გადაწყვეტილება, რასაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებენ და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მომავლის სასარგებლოდ”, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია დღეს ქვეყნის წარსულია.
“დღეს ჩვენი ქვეყნის წარსულია რადიკალური ოპოზიცია, ამაზე საზოგადოება ნათლად არის შეთანხმებული. რაც შეეხება თავად ამომრჩევლის დასჯას ამის მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ. მიგვაჩნია, რომ უნდა გასამართლდეს რადიკალური ოპოზიცია – “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტ პარტიებთან ერთად.
ამ პარტიების გასამართლება ავტომატურად კავშირშია პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებასთან. რა თქმა უნდა, იმ მცირე მხარდამჭერებსაც კი, ვინც მათ შემორჩათ, მათაც გაათავისუფლებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.