“ჩვენ აქ აღარ გვაქვს კლასიკურ დიპლომატიასთან საქმე, საქმე გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებთან” – ქადაგიშვილი
“ჩვენ აქ აღარ გვაქვს კლასიკურ დიპლომატიასთან საქმე, საქმე გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებთან”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, უცხო სახელმწიფოები აწარმოებენ.
„როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ხარ ჩართული, შესაბამისი შეფასებებისაც არ უნდა გაგიკვირდეს. თუ გააგრძელებენ უცხო ქვეყნის საელჩოები ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ წარმოებას, რა თქმა უნდა, ეს კამპანია გამოირჩევა თავისი საარჩევნო ლოზუნგებით და გზავნილებით.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად უცხო სახელმწიფოები აწარმოებენ“, –
აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”.