“არა მარტო ტექნიკური მთავრობა, არამედ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელება არის თაღლითური სვლა” – ვოლსკი

“მთლიანობაში, არა მარტო ტექნიკური მთავრობა, არამედ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელება არის თაღლითური სვლა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მოსახლეობის მოტყუების მცდელობაზეა გათვლილი.

“მთლიანობაში, არა მარტო ტექნიკური მთავრობა, არამედ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელება არის თაღლითური სვლა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის მოტყუების მცდელობაზე, მიზანზე, რომ აღარ არსებობს “ნაციონალური მოძრაობა“, აქ არის პრეზიდენტი, გვარამია და “ლელო“ მხარს უჭერს, ისინი ემიჯნებიან “ნაცმოძრაობას“, მის სისხლიან წარსულს – ეს არის ის სურათი, რომლის ჩამოყალიბება და გაყიდვა უნდათ ქართული საზოგადოებისთვის,“ – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები