გორდულაძე – ლომჯარიაზე: ადამიანს არ უყვარს ჩვენი გუნდი და ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ განცხადება აქვს გაკეთებული
„ადამიანს [ნინო ლომჯარიას] გული სტკივა, რომ ქართველებს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ადამიანს არ უყვარს ჩვენი გუნდი და ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ განცხადება აქვს გაკეთებული. ადამიანს უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა იყოს და ეს არის ძალიან სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავის თავს გამოავლენს, როგორც სხვა ქვეყნის დავალების შემსრულებლად და ასეთი არის ბედი აგენტურისა, რომელსაც უწევს ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა“, – აღნიშნავს გორდულაძე.