გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული – „გორის დღე 2024“ აღინიშნება
გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული – „გორის დღე 2024“ აღინიშნება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეგობარი ქალაქებიდან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციების (ოჟიში და ბიალისტოკი – პოლონეთი) წევრებთან ერთად დაათვალიერეს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხეები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.
სადღესასწაულო სივრცეში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე – „ჯიპ – ტური“ და იმართება კონცერტები.
„გორის დღე 2024 “- ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, მონაწილეობას იღებენ „ნართები“ და ჯგუფი „ურსა“.
ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.