ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში ნავთობბაზა მეოთხე დღეა, იწვის
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად მეოთხე დღეა, ნავთობბაზა იწვის. გვიან ღამით კიდევ ერთი რეზერვუარი აფეთქდა.
რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ ბაზა გარშემორტყმულია სპეციალური სერვისების თანამშრომლებით და ევაკუაციის ზონის გაზრდა საჭირო არ გახდება.
მანამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 1137 ადამიანი იქნა ევაკუირებული.
ფეოდოსიაში საზღვაო ნავთობის ტერმინალს უკრაინული დრონები 7 ოქტომბერს ღამით დაეჯახნენ. ტერმინალზე 30-ზე მეტი სხვადასხვა ზომის რეზერვუარი იყო.