არჩილ გორდულაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას 24 ქვეყანა უჭერს მხარს, 32 ქვეყანა კი არა – ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ქვეყანა დაუჭერს მხარს ამ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ დასკვნას

„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას 24 ქვეყანა უჭერს მხარს, 32 ქვეყანა კი არ უჭერს, მათ შორის არც საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ქვეყანა დაუჭერს მხარს ამ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ დასკვნას,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს დასკვნა სადავო საკითხებით არის წარმოდგენილი. დადასტურებულ ფაქტებად არის წარმოჩენილი ისეთი საკითხები, რომელიც ფიზიკურად ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, მოწამვლის საქმეები. ამ საკითხზე გამოძიება ჩატარებულია და ერთი დიდი წერტილია დასმული. ვინმეს თუ რაიმე კითხვა აქვს, შეუძლია, უსაფრთხოების სამსახურს მიმართოს და შესაბამისს მასალებზე წვდომას მიიღებენ, მაგრამ სიმართლის დადგენა არავის სჭირდება, მთავარია პროპაგანდა და პროპაგანდის მანქანის ამოქოქვა, რომელიც კოლექტუურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ამოქოქილი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები