ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე განაცხადა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ირანის ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლების ლიკვიდირება დიდი პატივია.
ქვეყნის ლიდერის თქმით, ამერიკული არმია ამჟამად „სრულიად ანადგურებს ირანის ტერორისტულ რეჟიმს“ და შეცდომაა ვიფიქროთ, რომ შეერთებული შტატები არ იმარჯვებს.
მისივე თქმით, ირანის სამხედრო აქტივები მნიშვნელოვნად ზიანდება.
“ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით. ირანის საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, რაკეტები, დრონები და ყველაფერი დანარჩენი განადგურებულია. ისინი 47 წელია მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანებს კლავენ და ახლა მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, მათ ვკლავ. რა დიდი პატივია ამის გაკეთება”,- განაცხადა ტრამპმა.