,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისანში, „დირსის“ კომპლექსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი – ნიკა ელისაშვილი ისანში, „დირსის“ კომპლექსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობა. ამის ნათელი მაგალითია „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ასეულობით ოჯახისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ბინა და უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი კვლავაც გრძელდება”, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები