ბორჯომში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
ბორჯომში მსუბუქი ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა.
დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.