ისრაელი „ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ აცხადებს
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინის მეთაური, სუჰაილ ჰუსეინ ჰუსეინი გუშინდელი ავიაიერიშის შედეგად ლიკვიდირებულია.
მათი ცნობით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის იარაღის ტრანსფერზე.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ჰუსეინი იყო ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების კოორდინატორი ლიბანსა და სირიაში.
ღამით ბეირუთზე, სულ მცირე, 10 დარტყმა დაფიქსირდა და ისრაელმა განაცხადა, რომ გუშინ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას 70 ობიექტს დაარტყა.