ნამდვილად არის თუ არა შესაძლებელი სხვადასხვა ადგილზე მყოფ გუნდებთან ერთდროულად მუშაობა? როგორ გადაანაწილებთ ძალებს გუნდებს შორის, ისე რომ მათთან გქონდეთ თანაბარი ურთიერთქმედება?
პასუხი არის ის, რომ შექმნათ ძლიერი გუნდი, რომელიც იმუშავებს ნაყოფიერად მაშინაც კი, როცა ხელმძღვანელი დაკავებულია. მენეჯერული სამუშაო გუნდი ჰგავს კალათბურთის ნაკრებს – ვერ მოიგებთ თუ არ ითამაშებთ ერთად, ურთიერთშეთანხმებულად.
როგორც აღმასრულებელ დირექტორს, თქვენ გმართებთ გააანალიზოთ, რომ გუნდის თითოეული წევრი თამაშობს მნიშვნელოვან როლს თქვენს კომპანიაში და ყოველი მათგანი არის ერთი მთლიანის ერთი ნაწილი. თუ გსურთ ნაყოფიერი მუშაობა გუნდში უნდა სუფევდეს ჰარმონიულობა. ამისათვის საჭიროა:
1. ნდობისა და პატივისცემის ჩამოყალიბება – გააგრძელეთ გუნდური პრინციპით მუშაობა ნდობისა და პატივისცემის საფუძველზე,რომლის გარეშეც კომპანიაში ვერ მიიღწევა წარმატება. გუნდი გავს გემს, რომელიც მიდის გაურკვეველი მიმართულებით. კაპიტანს სჭირდება მისი გუნდის ნდობა და თანადგომა, რადგან ხალხი მიჰყვება ნდობას, რწმენას, რომელიც აძლევს მათ უნარს იმუშაონ ერთად.იციან რომ მთავარია გუნდურად მოქმედება და ერთად ყოფნა, ამიტომ არ ეშინიათ რა მოხდება მომავალში.
ასევე, თუ არ ხართ ოფისში,დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გუნდის წევრები დაამყარებენ ერთმანეთთან ღია კომუნიკაციას. თუ ნდობა მყარია, ძლიერია გუნდიც და შეუძლია მართოს გემი კაპიტნის გარეშე.
2. შეასრულეთ ნათქვამი – თუ მოითხოვთ მაღალ პროდუქტიულობას და მუშაობის ხარისხს, უნდა შეგეძლოთ სიტყვის პირნათლად შესრულება. თუ გადაწყვეტთ რაიმეს გაკეთებას, იყავით დარწმუნებული, რომ შეგიძლიათ მისი შესრულება. როდესაც გუნდის წევრები შეამჩნევენ რომ ხართ საიმედო პიროვნება, უფრო მეტად გენდობიან და მაგალითს აიღებენ თქვენი საქციელიდან.
3. შეხვედრის ორგანიზება ყველა თანამშრომლისთვის – თუ გსურთ გააუმჯობესოთ გუნდური მუშაობა, დაეხმარეთ თანამშრომლებს რომ გაიცნონ ერთმანეთი უკეთესად. პირადად შეახვედრეთ ერთმანეთს წელიწადში ერთხელ მაინც – უფრო ხშირადაც თუ ეს შესაძლებელი იქნება. არაფორმალური საუბრები ეხმარება მათ თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, მოიწვიე გუნდის წევრები ფეხბურთის ან კალათბურთის სათამაშოდ. მოთამაშეებს თუ სურთ მოგება, აქცენტი უნდა გააკეთონ თანამშრომლობაზე. იგივე პრინციპი წარმოჩინდება გუნდურ მუშაობაში. როგორც სპორტის გუნდი ასევე სამუშაო გუნდი, ერთდროულად გამოხატავს თავის ინდივიდუალობასა და ბუნებრივ ნიჭს. მათ სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ყოვრლგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. ეს არის სიტუაცია, რომელიც ექვემდებარება სუფთა ხასიათს და ყალიბდება რეალური ურთიერთობები.
4. კონფლიქტით სარგებლობა – არ არსებობს გუნდი გაუგებრობების გარეშე. სადღაც, რატომღაც მაინც იჩენს ხოლმე კონფლიქტი თავს. როდესაც თანამშრომლებს შორის ხდება დაპირისპირება, აღმასრულებელ დირექტორს მართებს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოს ობიექტური. ყურადღებით მოუსმინოს ორივე მხარეს და დაელაპარაკოს კამათის მომსწრე გუნდის სხვა წევრებსაც. გააზრებული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ხელსაყრელი ორივე მხარისათვის, რადგან ზოგჯერ შედეგად ვიღებთ ისეთ იდეას, რომელიც კამათის გარეშე არ დაიბადებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება კარგია. უბრალოდ ის აძლევს ხალხს საშუალებას ორი განსხვავებული მხარიდან შეხედოს არსებულ სიტუაციას, მეტი თვალსაზრისი ხომ მეტ შესაძლებლობას ნიშნავს.
5. გუნდის წევრების აზრის გათვალისწინება ახალი კადრების მიღებისას – თუ გსურთ ახალი თანამშრომლის დაქირავება, განიხილეთ კანდიდატურა გუნდის წევრებთან ერთად. მიეცით ნება თავად გაესაუბრონ ახალ კანდიდატს, რადგან მომავალში მათ ერთად მუშაობა მოუწევთ. რა თამა უნდა, გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი პიროვნული და სოციალური თვისებები, რომლებიც შეესაბამება თქვენს გუნდს. ზემოთ აღწერილი ნდობა და პატივისცემა განუყრელია ადამიანის პიროვნულობასა და სოციალურ თვისებებთან. ყველაფერი ეს ეხმარება ადამიანს კომუნიკაციაში. ამ თვისებებს შეუძლია განსხვავებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ხოლო მათთან ერთად კვალიფიკაცია გვეხმარება ამოცანის ზუსტად შესრულებაში.