ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას – ვიქტორ ორბანი

ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფის 45%-მდე გაზრდაა.

„რასაც ისინი ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვქნათ, ან რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთს არ უნდა რომელიმე ეკონომიკურ ბლოკს შორის იყოს და ქვეყანას ორივე მხარესთან ვაჭრობა სურს.

ცნობისათვის, ჩინური ელექტრომობილების ბატარეების ქარხანა უნგრეთში მდებარეობს და ორბანმა ამის ფონზე აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს, გააგრძელოს ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები