დავით მათიკაშვილი: სამწუხარო მოცემულობაა, რომ აშშ-ის საელჩოს ქარდების შინაარსი დეზინფორმაციულია, ოპოზიციას არავინ ებრძვის

,,სამწუხარო მოცემულობაა, რომ აშშ-ის საელჩოს ქარდების შინაარსი დეზინფორმაციულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციას არავინ ებრძვის.

„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსისაა. ვინ ებრძვის ოპოზიციას? ოპოზიციას არავინ ებრძვის. გაცხადებული მიზანია, რომ ყველა კრიმინალი, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გასამართლდეს. ეს თუ პარტიის შემთხვევაში იქნება, მისი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება მოხდება, როგორც ევროპაში ხდება. ჯანსაღი ოპოზიცია რომ არსებობდეს, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ ქარდების შინაარსი დეზინფორმაციულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები