კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღით ემუქრება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თუ კი მისი ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გააკრიტიკა სეულის პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„თუ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, სეულისა და კორეის რესპუბლიკის [სამხრეთ კორეის ოფიციალური სახელწოდება] მუდმივი არსებობა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ინმა.
კიმ ჩენ ინის კომენტარი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს და მეზობელ ქვეყანას სეული, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან მტკიცე პასუხს დაჰპირდა.