PACE მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმას

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას”, – შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში PACE-ს გვერდზე არის გამოქვეყნებული.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვისაც საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები