IDF: ისრაელის მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.
ისრაელის მოქალაქეებმა თავშესაფრებში დარჩენის ბრძანება ერთი საათის წინ მიიღეს, როცა ირანმა ქვეყანაზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო.
როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.