„დიოგენე 2024“-ის გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება და დახურვის ცერემონია გაიმართება
30 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლის სარკეებიან დარბაზში, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის „დიოგენე 2024“-ის გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება და დახურვის ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა, აგრეთვე, „დიოგენე 2024“-ის საერთაშორისო ჟიურის წევრების − სერგეი კასკის (ესტონეთი), არჩილ თოლორალიას, მერაბ ემინაშვილისა და ნიკა ჯანჯღავას (საქართველო) ფოტოგამოფენა.