„ენერგო-პრო ჯორჯია”: სამეგრელოში ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა ელექტროინფრასტრუქტურა – ელექტრიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი ქარის გამო ელექტროინფრასტრუქტურა დაზიანდა.
“ელექტრიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი დაძვის ელექტროინფრასტრუქტურა.
აღდგენით სამუშაოებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტრიკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ. განსაკურებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსაც. აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ქარიშხალი. თუმცა, ელექტრიკოსები ცდილობენ ოპერატიულად იმუშაონ და აღადგინონ დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურა.
აღდგენილ ელექტროგადამცემ ხაზებს, ფიდერებს და ტრანსფორმატორებს ძლიერი ქარი კვლავ აზიანებს. მიუხედავად ამისა, ,,ენერგო-პრო ჯორჯია’ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგეს ენერგომომარაგება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები