სენეგალის სანაპიროსთან, ნავში, სულ მცირე 30 ცხედარი იპოვეს

სენეგალის სანაპიროსთან, ნავში, სულ მცირე 30 ცხედარი იპოვეს.

სამხედრო საზღვაო ძალებს აცნობეს ნავის შესახებ, რომელიც დედაქალაქ დაკარიდან დაახლოებით 70 კილომეტრში ცურავდა.

„ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი დელიკატურად მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გახრწნილი იყო ცხედრები, გარდაცვლილები ატლანტის ოკეანეში სავარაუდოდ, მრავალი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სანამ მათ მეთევზეები იპოვიდნენ.

არმიის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როდის და სად მიემგზავრებოდა ნავი და რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები