წილოსანი – ბიძინა ივანიშვილზე: მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული – სამშობლო, უპირველეს ყოვლისა

“არ მგონია, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს – მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო, უპირველეს ყოვლისა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

“ყოველი შემთხვევისათვის, იქნება ფინანსური სანქცია თუ სავიზო შეზღუდვა, კარგად ვიცით, რა იქნება ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილის პასუხი.

ბიძინა ივანიშვილი იმ დღიდან, როცა მან ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე განაცხადა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ომს, არეულობას და უსამშობლო ადამიანებს გადაარჩინოს.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ კეთილდღეობაზე მკაფიოდ განაცხადა უარი. პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან მოყოლებული ის მუდმივად არის თავდასხმის, სტრესის, დასანქცირების ქვეშ.

რამდენიმე წელია მისი დასანქცირება მიმდინარეობს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ივანიშვილის აქტივები სრულიად უსაფუძვლოდ გაიყინა. ამ სანქციების თემამ ფაქტობრივად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია შეიწირა – ეს ფინანსური ინსტიტუტი ჩამოიშალა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ისმის კითხვა, თუ რამდენად იცავს ასეთი ინსტიტუტები მათი ბენეფიციარების თანხებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები