ჭიათურის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის, მე-5 და წყალშავის სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის მე-5 და წყალშავის სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. კერძოდ, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები, ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა ღობე,მოპირკეთდა ეზო და მოეწყო სპორტული მოედნები.
სკოლების რეაბილიტაცია 2023 წლის სექტემბერში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
ახლად რეაბილიტირებული სკოლები დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ,მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს წევრები ლალი კაპანაძე და ნიკა სამხარაძე, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი თემურ ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს.განსაკუთრებით ვულოცავ ახალ სივრცეში სწავლის გაგრძელებას მე-5 და წყალშავის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებს, ვუსურვებ წარმატებებს. სკოლების ხელშეწყობა და მოსწავლეთათვის თანამედროვე გარემოს შექმნა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია,“ – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 43 საჯარო სკოლაში წელს სკოლის კარი 500-მდე პირველკლასელმა შეაღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები