ბექა ოდიშარია – ბერლინში გამართულ ფორუმში ანა ნაცვლიშვილის და ეკა ტყეშელაშვილის მონაწილეობაზე: ესენი არიან ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელნი
“რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე ბერლინში გამართულ ფორუმს, რომელშიც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდნენ.
ოდიშარიას თქმით, ისინი ქვეყნის შემარცხვენელნი არიან.
„მათი სტრატეგია შეიცვალა, სხვა გზა არ ჰქონდათ უბრალოდ და მათმა მენტორებმა, ჭკუის დამრიგებლებმა, პატრონებმა, ვინც მათ ძაფებით მართავს, ახლა უთხრეს, რომ გაიშალონ მარაოსავით მთელ მსოფლიოში. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელნი, რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ. ამას არ გვალაპარაკებს მხოლოდ ახლანდელი მოცემულობა, ამას გვალაპარაკებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.