კახა კალაძემ სოფელ ძლევიჯვარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა

  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა. სოფელში გაზიფიცირების პროცესი უკვე დასრულდა და ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანული კომპანიის “სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად დღეს სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთო. ვიცე – პრემიერის განცხადებით, კომპანიამ სოფელ ძლევიჯვრის მიმართულებით 15 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა. სოფლის გაზიფიკაციის პროცესის სრულად დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრებ 330 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება.
“საქართველოს მთავრობასა და კომპანია “სოკარს“ შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით, “სოკარი“, გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში, 2015 წლიდან 2017 წლამდე დამატებით 100 000 ოჯახის გაზიფიცირებასაც განახორციელებს. უკვე შემუშავებული გვაქვს 2014 წლის გეგმა, დანარჩენი წლების სამოქმედო გეგმის დამუშავება კი თითოეულ მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების ფარგლებში მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები