ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და სიგელები გადასცეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ.
32 ოქროსა და ვერცხლის მედალოსან, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ კურსდამთავრებულს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები