ნიკოლოზ სამხარაძე – ეკა გიგაურზე: ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია

მმართველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო უგულებელყოფილი ადამიანია ქართული საზოგადოების მიერ.

მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ ალტერნატიული რეალობა შექმნან, თითქოს საქართველოში ყველაფერი ცუდადაა“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები