ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 800 ადამიანი

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 800 ადამიანი,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვიეტნამის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაიფუნ „იაგის“ შედეგად, მეწყერებისა და წყალდიდობების გამო, სულ მცირე, 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის გამო, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიისა მიწოდება.

კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მეწყერებმა და წყალდიდობებმა ჩრდილოეთ ვიეტნამში 200,000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწები დატბორა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა განაცხადეს, რომ ვიეტნამს დახმარებას გაუგზავნიან.​​​​​​​​​​​​​​​​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები