ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, 102 ოქროს მედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და საჯარო სკოლები, მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ლალი სიჭინავასთან ერთად დააჯილდოვა.
“ემოციებით სავსე დღე და პოზიტიური შეხვედრა ახალგაზრდებთან წვერმაღალას პარკში. სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, 102 ოქროს მედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და საჯარო სკოლები დავაჯილდოვეთ. ოზურგეთში საოცრად ნიჭიერი და იმედისმომცემი თაობა გვყავს, მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვო წინსვლა და წარმატებები!”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
წარმატებული ახალგაზრდები შემდეგი კრიტერიუმებით დაჯილდოვდნენ: კურსდამთავრებულმა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება – ერთჯერადი ჯილდოს სახით მიიღო 500 ლარი; 70%-იანი გრანტის მფლობელმა – 400, ხოლო, დანარჩენმა – 300 ლარი; 100%-იანი გრანტის მფლობელი – 3000 ლარით, 70%-იანი გრანტის მფლობელი – 1000 ლარით და 100%-იანი გრანტის მფლობელი სკოლა – 1500 ლარით დააჯილდოვეს.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები