ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა 11 სექტემბერს კიევში ვიზიტისას უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა,- ინფორმაციას “ევროპული პრავდა“ ავრცელებს.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეოთხე სამიტში პირადი მონაწილეობისთვის და ყირიმელი თათარი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის გახსნისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა ხორვატიის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ვიზიტის დროს გამოცხადებული სამხედრო დახმარების მე-11 პაკეტისთვის მადლიერება გამოხატა.
მხარდაჭერის პაკეტის შინაარსი უცნობია.