უკრაინის გენერალური შტაბი: რუსებმა სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების საზღვარზე 14 საჰაერო დარტყმა განახორციელეს
რუსებმა სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონებზე 14 საჰაერო დარტყმა განახორციელეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ავიაციისა და არტილერიის გამოყენებას სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს სემენოვკაზე, ივაშჩენკოვოზე, ვლადიმიროვკაზე, ბელაია ბერეზაზე, სვობოდნაია სლობოდაზე, კონდრატოვკასა და პოპოვკაზე, სულ 14 საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო შეტაკებების რაოდენობამ 58-ს მიაღწია. ყველაზე ცხელი წერტილები პოკროვსკის და კურახოვსკის მიმართულებით არის.