10 ყველაზე ლამაზი ქალი ისტორიაში (ნაწ.2)

სტატიის პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე: https://kvira.ge/952207


სილამაზის აღქმა სუბიექტურია და კულტურისა და ეპოქის მიხედვით, განსხვავებულიც. „ყველაზე ლამაზი ქალის“ იარლიყს, ძირითადად, იმ ცნობილ ადამიანებს ანიჭებენ, რომლებმაც ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს. სია, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, რასაკვირველია, არ შეიძლება, ობიექტური იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ჩამონათვალს ბევრი ადამიანიც დაეთანხმება.

6. ოდრი ჰეპბერინი

ოდრი ჰეპბერნი „ოსკარის“ მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი გახლდათ.

იგი დაიბადა ბრიუსელში და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის, ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის, ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი და შედეგად, ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ოდრის ორი ნახევარძმა ჰყავდა.

ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავობით.

7. ელიზაბეთ ტეილორი

ელიზაბეთ ტეილორი ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო. ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის გახლდათ პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა. სამსახიობო კარიერასთან ერთად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრება და მისი რვა ქორწინება.

გარდაიცვალა 2011 წლის 23 მარტს, ლოს-ანჯელესში გულის უკმარისობით.

8. მატა ჰარი

მატა ჰარი — ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი კურტიზანი ქალი — პირველი მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ჯაშუშ ქალად იქცა. მისი გარეგნობის წინაშე მამაკაცები უძლურები იყვნენ.

მის საყვარლებს შორის გახლდნენ გერმანიის სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები და იმ დროის გამოჩენილი პოლიტიკოსებიც. 41 წლის ასაკში ის საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებული შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მისმა ადვოკატმა ყველაფერი იღონა განაჩენის შესაცვლელად, რომ მატა ჰარი სიკვდილით არ დაესაჯათ. მან საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, რაიმონ პუანკარეს მატა ჰარის შეწყალების თხოვნითაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც მატა ჰარის ადვოკატს მისი გადარჩენის ყველა იმედი ამოეწურა, ახალგაზრდა ქალს სთხოვა, მოეტყუებინა, თითქოს ის ორსულად იყო. ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთის სასამართლო სასიკვდილო განაჩენს გადაავადებდა, უკეთეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს განაჩენი საერთოდ აერიდებინა თავიდან, თუმცა მატა ჰარიმ მსგავს ტყუილზე უარი განაცხადა.

1917 წლის 25 ოქტომბერს 12 ჯალათმა ის დასახვრეტად წაიყვანა. ქალმა აუღელვებლად შეიხსნა თავისი პალტო, გვერდით მდგომ ჯალათს მიაწოდა და იმ ბოძთან დადგა, სადაც უნდა დაეხვრიტათ. მატა ჰარის უკანასკნელი სიტყვები იყო: “მე მზად ვარ, ბატონებო”.

9. რანია ალ-აბდულა

რანია ალ-აბდულა იორდანიის დედოფალი, მეფე აბდულა II-ის მეუღლეა.

რანია დაიბადა ელ-ქუვეითში, პალესტინელთა ოჯახში. გოგონა განათლებას იღებდა უცხოურ დაწესებულებებში: ქუვეითურ New English School-სა და კაიროს ამერიკული უნივერსიტეტში.

1990-იანების დასაწყისში სპარსეთის ყურის ომის დაწყებისას ოჯახი გადავიდა ქუვეითიდან იორდანიაში. მეფე აბდულამ მომავალი დედოფალი პირველად Citibank-ის ამანის ოფისში ნახა, სადაც რანია მუშაობდა. 1993 წლის 10 ივნისს ისინი დაქორწინდნენ და რანიამ იორდანიის დედოფლის ტიტული მიიღო.

10. სოფი ლორენი

სოფი ლორენი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, „ოსკარის“ მფლობელი და იტალიური კინოს საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო მსახიობია.

ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო — შიკოლონე.

სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახდნენ. თუმცა, ყველას გასაკვირად, სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები