ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა გზის ნაწილი დააზიანა – სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა გამოიწვია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდის ნაწილობრივ დაზიანება, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე გვიან ღამით იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი, რომლებიც გაეცნენ არსებულ ვითარებას.

მერიის ინფორმაციით, დილიდან ოპერატიულად დაიწყო ტექნიკის მობილიზება და ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები