„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეჯიბრებაში 30 გუნდი მონაწილეობს.
“პროექტის ფარგლებში უკვე შვიდი შეხვედრა გაიმართა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
I ადგილი – 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი გორი.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ ჩატარდება რეგიონული ეტაპი, რომელშიც გამოვლინდება შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია”,- წერია ინფორმაციაში.