გორში, პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
გორში, პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საფეხმავლო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
“უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება. ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემაც. პროექტის მიხედვით სამუშაოები გზის 350 მეტრიან მონაკვეთზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე ხორციელდება. სამუშაოების ღირებულებაც 650 000 ლარია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.