ბორჯომში, ერეკლეს ქუჩაზე N 3-ში, საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში, ერეკლეს ქუჩაზე N 3-ში, საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“პროექტის თანახმად, არსებული გზის დამცავი კედლის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი 34 მეტრიანი
რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო. ასევე, მოეწყო ,,პლატოზე” ასასვლელი კიბეები და ბილიკი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”,- წერია ინფორმაციაში.
