ყაზბეგის მერია: გარბანში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გზის მოფრეზვის სამუშაოები მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარბანში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გზის მოფრეზვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, გზის სამოსის მოწყობის პროექტი საძირკვლის მომზადებას, მოშანდაკებასა და ზედა ფენის მოასფალტებას ითვალისწინებს.

“სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მისი ღირებულება 𝟏 𝟐𝟒𝟒 𝟓𝟓𝟎 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი. მისივე თქმით, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლისთვის კი, გაზრდილ ტურისტულ პოტენციალს ნიშნავს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები