მარტვილში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ლებაჩე-ნალეფსაოს და კანიონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონისა და ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტო ბეტონის და ცემენტო ბეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები.

პროექტის ღირებულება  953 333 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მეკა“ ახორციელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები