გლდანში, ფიროსმანისა და სააკაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის გამგეობა რაიონის მასშტაბით გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი ფიროსმანისა და სააკაძის ქუჩებზე მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 13 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება, რისთვისაც დაახლოებით, 717 000 ლარი დაიხარჯება.
ამავე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.