ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი , ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბრეთსა და წვერში, ასევე ქალაქ ქარელში საბავშვო ბაღების სამშენებლო პროცესს გაეცნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ასევე, იგეგმება ეზოების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ ბრეთისა და წვერის საბავშვო ბაღები 75 აღსაზრდელზე იქნება გათვალისწინებული, ხოლო ქალაქ ქარელის საბავშვო ბაღი – 100 ბავშვზე.
ჯამში, 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივი აღსაზრდელები სრულიად ახალი, უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები