სოფლების რუისი-ბებნისის დამაკავშირებელი გზის ასფალტირება დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , დაათვალიერეს რუისი-ბებნისის დამაკავშირებელი გზის ასფალტირების დასრულებული სამუშაოები. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. 
“პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური ნაგებობები , მიერთებები, ეზოში მისასვლელები და დაიგო 3 კილომეტრამდე ასფალტობეტონის საფარი. ასევე დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მოეწყო საგზაო ნიშნები.
პროექტი შესრულდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოები განახორციელა ამხანაგობა „გზა 2023“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები