სოფელ ქვენატკოცაში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს სოფელ ქვენატკოცაში ხიდის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება რკინა-ბეტონის ბურჯებს , განხორციელდება საყრდენი ნაწილის გამაგრება, სავალი ნაწილის აღდგენა რკინა-ბეტონის საფარით და მოაჯირების რეაბილიტაცია.
პროექტი ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „დემა“,- წერია ინფორმაციაში.