მერია: ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიის, სანაპირო ზოლისა და ზღვაზე ჩასასვლელების მოწესრიგება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიის, სანაპირო ზოლისა და ზღვაზე ჩასასვლელების მოწესრიგება. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სუფთავდება ქალაქის ქუჩები, ეზოები.
შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ სკვერების მოწესრიგებას – მწვანე ზოლები იწმინდება სარეველა ბალახებისგან, ირგვება ერთწლიანი მცენარეები.