შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამშობლოს სამსახურისთვის თავგანწირულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები