საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს პარლამენტი ერთ თვეში დაამტკიცებს

   საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარლამენტი დაახლოებით ერთ თვეში დაამტკიცებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, ამ დღეებში ის კომისია დამტკიცდება, რომელმაც განაცხადებები უნდა მიიღოს და მაუწყებლის ბორდისთვის კანდიდატები შეარჩიოს. მიროტაძის ინფორმაციით, კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევას, სავარაუდოდ, ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პარლამენტი ახალ ბორდს დაამტკიცებს. „პროცედურულად ერთი თვე სჭირდება იმას, რომ ჯერ შეირჩეს კომისია, შემდეგ გამოცხადდეს კონკურსი, შემდეგ უკვე 10- დღიანი ვადაა განცხადებების წარსადგენად. ამის მერე კომისიას ექნება შესაძლებლობა, რომ წარდგენილი განაცხადებიდან პრიორიტეტების მიხედვით შეარჩიოს ის სავარაუდო კანდიდატები, ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა წარმოუდგინონ პარლამენტს. ამის შემდეგ ჩვენ, საერთო ჯამში, ავირჩევთ ხუთ წევრს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები