რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინის მიერ კურსკის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის მასიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა,- ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება.
„ორი ადამიანი დაშავდა გლუშკოვსკის რაიონში, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ქალაქ სუჯაში. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებას კიდევ სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მიმართა. ორი ადამიანი დაშავდა ბოლშესოლდაცკის რაიონში, ერთი კი რილსკის რაიონში. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან. სამწუხაროდ, სუჯას ერთი მკვიდრი გარდაიცვალა“, – წერს სმირნოვი „ტელეგრამ“ არხზე.
მანამდე, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ რეგიონს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საზღვრის ჯარები, „ეფესბეს“ სასაზღვრო ჯარების ნაწილებთან ერთად, იგერიებენ თავდასხმებს სახელმწიფო საზღვრის ზონაში.