აგარაში საცეკვაო დარბაზის გასახდელების მოწყობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა , აგარაში დაათვალიერა ცეკვის დარბაზისათვის გასახდელების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გათბობის სისტემის, წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის ქსელისა და ხის სკამების მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „სადა”.
ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.