სოფელ მოხისში ახალი სტადიონი მოეწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა , დაათვალიერა სოფელ მოხისში, დევნილთა ჩასახლებაში , ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის დასრულებული სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტადიონის შემოღობვა ლითონის კუთხოვანებში კონვენტირებული მავთულბადით, მოეწყო ხელოვნური საფარი , კალათბურთის ფარი , ფეხბურთის კარი და გარე განათება.
პროექტი განხორციელდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოები შეასრულა ი. მ „პაატა ხაჭაპურიძემ”.

ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები