სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დღევანდელი პროცესი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზეა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც.

ინფორმაციისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები