„2014 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური წელია“
2014 წელი საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წელია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ -ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. როგორც ნორლანდმა განმარტა, ეს წელი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს ექნება კიდევ ერთი შეასაძლებლობა, რათა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია მოახდინოს.
“ჩემი გამოსვლის ძირითადი აქცენტები იყო ის, რომ 2014 წელი არის ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური წელი საქართველოსთვის. ესაა მნიშვნელოვანი წელი იმ კუთხით, რომ საქართველოს ექნება კიდევ ერთი შეასაძლებლობა, რათა მოახდინოს დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში აქ ჩატარდა ორი არჩევნები, თუმცა წლევანდელი არჩევნებიც მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები მიმართულია საკმარისი წინაპირობის შესაქმნელდ იმისთვის, რომ ამომრჩევლებს შეექმნათ ნდობის განცდა და დაინახონ, რომ შექმნილია თანაბარი სათამაშო ველი, სადაც თითოეულ კანდიდატს აქვს თანაბარი პირობები, მიიღოს მონაწილეობა წარმომადგენლობით დებატებში თუ სხვა”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.