ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, გოგონა სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით, საკუთარმა თანასოფლელმა, 3 მამაკაცთან ერთად მოიტაცა. მანქანა მოგვიანებით სოფელ ყარაჯალაში ნახეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.